სტატიები

1. “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

კანონის მოქმედი რედაქციით, ასეთი პირობების გათვალისწინება ხდება მხოლოდ სიჩქარის შეცვლის დროს, ახალი რედაქციით კი, საგზაო პირობების გათვალისწინება ზოგადად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტის თანახმად, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში მძღოლმა მოძრაობის ზოლის შეუცვლელად უნდა შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და საავარიო შუქსიგნალიზაცია ჩართოს. მოძრაობის განახლება დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრული აღდგენის შემდეგ. 

პროექტით, კანონს ახალი ნორმა ემატება, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში შესაბამისი რეკომენდაციის დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის უფლების მქონე პირს შეიძლება არ მიენიჭოს, ან შეეზღუდოს მოპოვებული კატეგორიის/ქვეკატეგორიის ფარგლებში დაწესებული მართვის უფლება ან დაუწესდეს სხვა სახის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების მართვაზე.