კაჭრეთის ”ამბასადორი“ წლის მთავარი საავტომობილო მოვლენის ცენტრი გახდა
ყველაზე პრესტიჟულ კლასში, კერძოდ სპორტული მანქანების კლასში გამარჯვებულად Nissan GT-R NISMO დასახელდა, თანაც დიდი პროცენტული მაჩვენებლით. ეს დიდი წარმატებააკომპანია „ჯეო ავტო“-სთვის, რომელიც ნისანის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში,ასევე ყველა ნისანის და განსაკუთრებით Nissan GT-R NISMO გულშემატკივრისათვის.
”ოქროს საჭე 2014” საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა. რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ვებგვერდ WWW.AUTOBILD.GE-ზე და სპეციალური ბუკლეტების საშუალებით მიმდინარეობდა. სულ შემოვიდა 31 705 ხმა. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენისკამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტობრენდის ფანკლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული. შეჯიბრში მხოლოდ და მხოლოდ 2014 წლის ახალი, ან მნიშვნელოვნად განახლებული მოდელები მონაწილეობდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ხმის მიცემა.