1. სოფელ დუისში ფოტოსახელოსნო გაიხსნა

 

სოფიო შამანიდი პანკისის ხეობაში სოფელ დუისის საჯარო სკოლას ესტუმრა და პედაგოგებს და მოსწავლეებს გაესაუბრა. მისი თქმით, მოსწავლეები პანკისის ხეობის სხვადასხვა სკოლიდან ფოტოხელოვნების კურსს ექვსი თვის განმავლობაში გაივლიან, რის შემდეგაც ფოტოგამოფენა გაიმართება. 
სასწავლო კურსს ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი უხელმძღვანელებს.