სტატიები

რომელია საქართველოში ყველაზე პოპულარული ავტომობილი?

MERCEDES-BENZ და OPEL – ეს საქართველოში ყველაზე გავრცელებული ავტომობილების მარკებია. მატების ტენდენციის მიხედვით გამოირჩევა BMW, ხოლო ყველაზე ხშირად იმპორტირებული მოდელებია – Opel Astra, Mercedes-Benz C და Mercedes-Benz E.

მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე გავრცელებული მოდელებია- Opel Astra და Opel Vectra. ამასთან, 2011 წელთან შედარებით, საერთო რაოდენობაში ზრდის საუკეთესო დინამიკა აჩვენეს HONDA-სა და NISSAN-ის ბრენდებმა. 

სტატისტიკურ-ანალიტიკურ კვლევას – ”საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ–ექსპორტისა და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ” – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, ავტომობილის ფერებში რუხი/ვერცხლისფერი და თეთრი ჭარბობს.

2008 წლის შემდეგ მთლიანად ავტოტრანსპორტის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების, ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. კერძოდ, 2012 წელს მთლიანად ავტოტრანსპორტის ზრდამ შეადგინა 8.2%, ხოლო მსუბუქ ავტომობილებში- 6.8%.

იმპორტირებულ და განბაჟებულ ავტომანქანებში მარჯვენასაჭიანთა ხვედრითი წილი საშუალოდ 13 პროცენტია. უცვლელია იმპორტიორი ქვეყნების ლიდერთა სამეული – გერმანია, აშშ და იაპონია