1. ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2017 წლიდან გახდება სავალდებულო
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა 2 წლით გადაწია და ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, იმ სტანდარტებზეერთბაშად გადასვლა, რომელიც ევროპაშია, ალბათ მოსახლეობისთვის მტკივნეულიიქნებოდა.
ექსპერტ დავით მესხიშვილის თქმით, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შედეგად მინიმუმ 300 000 ადამიანი ავტომობილის გარეშე დარჩებოდა.
თუმცა ეკონომიკის მინისტრის გიოგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტექდათვალიერების ორიწლით გადადება არ
გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ახლავე არ დაიწყება. მისი შეფასებით, სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სტრატეგია, რათა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ 2017 წელს მომზადებულები შევხვდეთ.
სამინისტროში დღეს „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავენ, რ ომ საკითხზე უწყებათაშორისი საბჭო მუშაობას აგრძელებს.