სტატიები

1. კახეთის გუბერნატორმა პრემიერ-მინისტრს რეგიონის განვითარების გეგმა წარუდგინა

 

,,ეკონომიკის საბჭოს ესწრებიან ეკონომიკური ბლოკის პროფილის მინისტრები, ასევე ომბუდსმენი, ასევე თვითონ ეკონომიკური საბჭოს შემადგენლობა. მათ მოისმინეს და ნახეს ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა კახეთის რეგიონის განვითარების გეგმამ, რომ პრემიერ – მინისტრმა დაავალა ეკონომიკურ გუნდს, სასწრაფოდ მომხდარიყო ყველა რეგიონში მსგავსი პროექტების წარმოდგენა. მანვე აღნიშნა, რომ მარტში ყველა რეგიონში მოხდება ბიზნესმენების მოწვევა და ძალიან ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მეწარმეებისთვის”.
შიოლაშვილის განცხადებით, რეგიონის განვითარების გეგმაში დეტალურად არის ნაჩვენები სტატისტიკური მონაცემები სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოების კუთხით:
,,გამოვსახეთ პერსპექტივები, რაში შეიძლება დამატებითი ინვესტიციების ჩადება, რაც შეიძლება რომ ვურჩიოთ ჩვენ კერძო სექტორს. წარვადგინეთ ტოპათეული იმ კომპანიებისა თუ რა მიმართულებით მუშაობენ რეგიონში. ამავე დროს, გეგმაში გაწერილია სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწების მონაცემები, ზოგადი სტატისტიკა, მათ შორის დამუშავებული და ასათვისებელი მიწების რაოდენობა”.
გუბერნატორისვე განმარტებით, გეგმაში ასახულია აგროსესხების სტატისტიკაც:
,,კახეთის რეგიონი არის მოწინავე ამ მიმართულებით. საკმაოდ კარგად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რეგიონულ ჭრილში აგროსესხების გაცემასთან დაკავშირებით და მიმართულებები არის საკმაოდ მრავალმხრივი, როგორც რძის გადამუშავება, ღვინის წარმოება, ცხოველების საკვების წარმოება, შერეული საკვების წარმოება და ამ მიმართულებებით არის დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი კრედიტი გაცემული. ასევე, გეგმაში გაწერილია რვავე მუნიციპალიტეტში არსებული ასათვისებელი რესურსები“.