1. თელავში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოპულარიზაციის საპილოტე პროექტი იწყება

 

საპილოტე პროგრამა ეკუთვნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტ დალი აბაშიძეს. 
თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ფიქრია ყუშიტაშვილის, განმარტებით, პროექტი მრავალმხრივია და მასში მონაწილე ახალგაზრდამ საკუთარი ნიჭი, ცოდნა და უნარი უნდა გამოამჟღავნოს:

„დალი აბაშიძე წარმოშობით თელაველია და წლების განმავლობაში აქ მოღვაწეობდა, კარგად იცნობს ჩვენს ქალაქს და აქვს სურვილი, რომ განახორციელოს საპილოტე პროგრამა, რომელსაც ეწოდება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში“. ფაქტობრივად, ახალგაზრდები უნდა გახდნენ დესპანები საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში. პროექტში ჩართული იქნება ყველა ის ახალგაზრდა, ვინც გატაცებულია ისტორიით, არქეოლოგიით, ფოტოხელოვნებით, სახვითი ხელოვნებით, ლიტერატურით და ჟურნალისტიკით. მინდა დავამატო, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი მოიცავს გაზეთის გამოცემას, საინტერესო და ინფორმაციული ვიდეორგოლების შექმნას, გამოფენების მოწყობას, საზაფხულო ბანაკებს, სადაც ახალგაზრდები მოუვლიან კულტურულ ძეგლებს და უფრო მეტს შეისწავლიან მათ შესახებ.“

სოფო თათარაშვილი, მოსწავლე:

„ვაპირებ, მომავალში აუცილებლად ჩავერთო. ვფიქრობ, ასეთი პროგრამები მეტად მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას.