1. გაეროს კვლევის მიხედვით ბავშვთა სიღარიბე პენსიონრების სიღარიბეს სამჯერ აღემატება

ისინი დღეში დაახლოებით 4 ლარის საკვებს ჭამენ. ამ მხრივ, ბოლო 2 წელია, რაც მათი ყოფა გაუარესდა. გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობისგან ითხოვს პურს ვიტამინები დაემატოს. გაეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები პენსიონერებზე ცუდ დღეში არიან. 
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით, 50 000 ბავშვზე მეტი კვებაში დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. 225 000 ბავშვი კი დღეში ცხოვრობს 4,5 ლარზე, რომელიც მათ გამოსაკვებად არასაკმარისია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ არასაკმარისი კვება ბავშვის გონებრივ და განვითრების სხვა ჩამორჩენილობას იწვევს, ხოლო ქვეყანა იღებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თაობას, რომელიც ყოველწლიურად 60 მლნ დოლარის ზარალს ნიშნავს.
გაერო ურჩევს მთავრობას, სავალდებულო გახადოს რკინითა და ფოლიუმის მჟავით გაამდიდროს ფქვილი, რათა კვების მწვავე დეფიციტის ფონზე მოსახლეობამ და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებმა მეტი ვიტამინი მიიღონ.