სტატიები

3D ბილეთები მართვის მოწმობის გამოცდისთვის

ახალ ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რომელთა საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და  გაანალიზების საშუალება ეძლევა. ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეომასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან ნახვა. თეორიული გამოცდის ახალი ტესტების ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაცია შეიცვლება, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. 

ახალი ბილეთებით გამოცდის ჩაბარება ქართულ, ოსურ, აფხაზურ, ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, თურქულ და სომხურ ენებზეა შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს განახლებული ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე sagency.ge-ზე შეუძლიათ.