1. ბიზნესი მთაში გადასახადებისაგან თავისუფლდება
პროექტის მიხედვით, მეწარმე, რომელიც მთის რეგიონებში დაიწყებს ბიზნესს, ამაში ადგილობრივ რესურსს გამოიყენებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, 3 წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლება, რეინვესტირების შემთხვევაში კი ბიზნესმენს გადასახადები კიდევ 3 წლის განმავლობაში ჩამოეწერება.
მთის კანონი ასევე ადგილობრივი მუდმივი მცხოვრებლებისთვის საშუალოდ 50%-ით მაღალი ხელფასებისა და პენსიების დანიშნვნასაც გულისხმობს. საუბარია ჯანდაცვისა და განათლების მუშაკების შედარებით მაღალ ხელფასებზე.