სტატიები

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება

სიახლის ფარგლებში ელექტრონული განაცხადის ფორმა დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად. კერძოდ, ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტისა და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა; აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტებისა და განაცხადის შესახებ ინფორმაცია; პირობების ნაწილი დაიყო თავებად და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით დაჯგუფდა ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით.

გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ ფორმაში გამოიყო ოთხი თავი, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების თაობაზე და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით.
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილების მიზანი მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ და მესამე პირთა უფლებების დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირებაა. კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე გამოავლენს ყველა შესაძლო შემაფერხებელ თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას.