სტატიები

1. C ჰეპატიტის ერთწლიანი მკურნალობა 4 500 დოლარი ეღირება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტზე 60%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, მკურნალობა ძვირი დაჯდება და ახალი პრეპარატი ყველა ფენის პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს თქმით, რამდენიმე წლის წინ C ჰეპატიტის ერთწლიანი მკურნალობა 12 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა კი ამისთვის 4 500 დოლარია საჭირო.

,,2014 წლის ივლისში C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის პროგრამა ამოქმედდა. შესაბამისი სამედიცინო დასკვნით პაციენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, სადაც მის საკითხს სპეციალური კომისია განიხილავდა. თუ პაციენტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, მას ვაუჩერს აძლევდნენ, რომლითაც ის აფთიაქში მედიკამენტს 60%-იანი ფასდაკლებით ყიდულობდა. ამ პროგრამის ამოქმედებამდე ინტერფერონის ერთი დოზა 200-220 დოლარი ღირდა. ამჟამად 92 დოლარია. გენოტიპის მიხედვით პაციენტს 6-თვიანი ან ერთწლიანი მკურნალობა სჭირდება. წინათ ერთწლიანი მკურნალობა 12 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა 4-4 500 დოლარია, ხოლო 6-თვიანი მკურნალობა, რომელიც ადრე 6 000 დოლარი იყო, ახლა 2-2 500 დოლარია”,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.