სტატიები

1. 2015 წლიდან თამბაქო კვლავ გაძვირდება

2015 წლისათვის თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ მოიმატებს. თამბაქოს გაძვირებით სახელმწიფო მწეველთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

“ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის მხრივ არასახარბიელო მდგომარეობაა. წელიწადში 11 ათასი ადამიანი იღუპება, აქედან 3 ათასი ადამიანი პასიური მწეველია. თამბაქოს კონტროლის შესახებ გაერო-ს ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ მუხლებთან ჩვენ უნდა მოვიდეთ შესაბამისობაში. მწეველთა რაოდენობის შემცირების მიზნით, კონვენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ეტაპობრივად თამბაქოზე აქციზის ზრდა. ერთხელ ეს უკვე მოხდა მოხდა და შესაბამისი ეტაპი იქნება 2015 წელს. მომავალ წელს გათვალისწინებულია თამბაქოზე აქციზის გადასახადის მატება”, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ.