სტატიები

1. ჯანდაცვის სამინისტრო – დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა

სამინისტროს მონაცემებით, საქართველომ 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელის მიხედვით უკვე მიაღწია ათაწლეულის სამიზნე მაჩვენებელს (16 – 1000 ცოცხალშობილზე) და გააუმჯობესა კიდეც. 
,,გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა სიკვდილიანობის ანგარიშში წელს პირველად იქნა გამოყენებული საქართველოს რუტინული სტატისკური მონაცემები,”-აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 2013 წელს თებერვალიდან დედათა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა დაექვემდებარა „აქტიურ” ზედამხედველობას. მიმდინარეობს პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება, შემუშავდა საკეისო კვეთისა და აბორტის გაიდლაინი და მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები სელექციური აბორტების შემცირების მიზნით.

,,2014 წლის ივნისიდან ყოველი ორსული ქალი უზრუნველყოფილია ფოლიუმისა და რკინის პრეპარატებით. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დედათა სიკვდილობის რიცხვის შემცირებაში. 2000 წელს დედათა სიკვდილობა შეადგენდა 49.2-ს (100000 ცოცხალშობილზე), 2013 წელს კი – 27.7-მდე დაიკლო,”- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.