1. თელავში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თელავში, კავშირმა ,,ნაბიჯი მომავლისკენ”, პროექტის, ,,ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისათვის აივ/შიდსის სერვისის მიწოდება“ ფარგლებში, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის გზებს, ქალი მომხმარებლების მოზიდვას, ჩართვას ზიანის შემცირების პროგრამაში და პროექტის თანამშრომელთა ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდას.