სტატიები

1. მძღოლები, რომლებსაც ავტოდაზღვევა არ ექნებათ დაჯარიმდებიან

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა ნიკოლაძეს თქმით, ადმინისტრაციულ კოდექსში იქნება ჯარიმა გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილის მფლობელი არ დააზღვევს ავტომობილს.

,,არის გარკვეული მსჯელობა, რომ ეს ჯარიმა ყოფილიყო პრემიის ოდენობის, ასევე განიხილება ვარიანტი, რომ ჯარიმა იყოს პრემიის ნახევარი, რომ ავტომობილის მფლობელს აღარ უღირდეს მეორედ დაჯარიმება და პოლისი იყიდოს. ხოლო, განმეორებითი ჯარიმა რომ მეტი იქნება, ეს ზოგადი ნორმაა და მხოლოდ ავტოდაზღვევას არ ეხება, ეს სქემა კი პარლამენტის მიერ არის დასადგენი.”