1. ლარის გაუფასურების გამო, შესაძლოა, წამლები ისევ გაძვირდეს
კომპანია „პე-ეს-პეს“ დამფუძნებლის, კახა ოქრიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული კომპანიები წამლებს ძირითადად ევროში ყიდულობენ, კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება მედიკამენტების ფასები გაიზრდება.
მისივე თქმით, ლარი არამარტო დოლართან, არამედ უკვე ევროსთანაც უფასურდება, ამიტომ ფასების მატება ინფლაციის გაგრძელების შემთხვევაში მოსალოდნელია. მისივე თქმით, თუ ლარის კურსმა 2,20-ს მიაღწია, ფასები წამლებზე პირდაპირპროპორციულად მოიმატებს.
„არანაირი რეზერვი დარიცხვებში კომპანიებს და მწარმოებლებს აღარ ექნებათ და დაიწყებს გაძვირებას“,- აცხადებს ოქრიაშვილი.