საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს
წინა ხელისუფლების დროს დაწყებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების პრაქტიკის გამოსწორებას რიგ შემთხვევებში, უკანონო კანონმდებლობა უშლის ხელს, რის გამოც, მოსახლეობა მამაპაპისეულ ქონებას დღემდე ვერ იკანონებს.
საქართველოში კერძო საკუთრება ინსტიტუციურად დაცული არ არის, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ისევ სერიოზული პრობლემაა.
ბახმაროს, გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიისა და სხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა და მესაკუთრეების უფლებები მასობრივად დაირღვა, პრობლემების არსებობას, გარდა ჩინოვნიკების პირადი ინტერესებისა, ხარვეზიან კანონმდებლობით, „შერჩევითი სამართლის“ ტრადიციით ხსნიან.
Read More