სტატიები

,,გლეხური ბაზრის“ დირექცია გურჯაანის გამგეობას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვს

ბაზრის მფლობელები ამბობენ, რომ 49-წლიანი სარგებლობის უფლებით იჯარით გადმოცემული მიწის ნაკვეთის ნაწილს გამგეობა თვითნებურად ითვისებს, რაც, როგორც თავად ამბობენ, ბიზნეს­საქმიანობის განხორციელებაში უშლით ხელს. გამგეობაში აცხადე­ბენ, რომ მიწის 35 კვ. მეტრი ნაკვეთი მოიჯარეს უკვე ჩამოერთვა, რადგან იქ საფეხმავლო ბილიკი უნდა მოეწ­ყოს და საზოგადოებრივი ტუალეტი აშენდეს.
ბაზრის მფლობელ ნუკრი ლი­პარტაშვილის თქმით, გურჯაანის გამგეობასთან სასამართლო დავა წლებია, გრძელდება და უწყება სხვადასხვა მიმართულებით მათ შევიწროვებას ცდილობს. ლიპარ­ტაშვილი აღნიშნავს, რომ იჯარით აღებული მიწის ფართობიდან გამგეობამ თვითნებურად მიწის ნაწილი ორჯერ ჩამოაჭრათ.
,,გლეხური ბაზრის’’ გად­მოსწვრივ, ხევის განაპირა ზოლი 2005 წელს იჯარით ავიღეთ, იმიტომ, რომ შეგვენარჩუნებინა მწვანე ზოლი და არ მომხდარიყო განაშენიანება. 2011 წელს გამგეობამ ტერიტორიის ის ნაწილი ჩამოგვაჭრა, რომელიც საჯარო რეესტრში კი იყო დარეგის­ტრირებული, მაგრამ მისი ციფრუ­ლი ვარიანტი არ არსებობდა და მხოლოდ ქაღალდზე გვქონდა.
უწყებამ ეს ჩვენგან დაუკითხა­ვად გაასხვისა და იმ ადგილას ახლა შენობებია აშენებული. 2013 წელს აღმოვაჩინეთ, რომ გამგეობას კიდევ ჩამოუჭრია ჩვენი ნაკვეთისთვის 8-9 მეტრის სიგრძის ფართი და დაირეგისტრირა ცალკე, რადგან გასაყიდად იყო გამზადებული და მყიდველებიც ჰყავდათ უკვე მოძიე­ბული.
ჩვენ გამგეობას მაშინვე მივმართეთ და მოვითხოვეთ აღნიშნული ფარ­თის იჯარით დარეგისტრირება 2005 წლის ხელშეკრულების საფუძველ­ზე. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ეს ნაკვეთი იმ იჯარის ხელშეკრულებაში არ შედიოდა. ჩვენ ეს გადაწყვეტილე­ბა გავასაჩივრეთ და სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს ტერიტორია შედიოდა იჯარის ფართში და გა­მგეობას დაავალა საქმის განხილვა და დარეგისტრირება. გამგეობამ, ამის მიუხედავად, არ აღასრულა სა­სამართლოს გადაწყვეტილება და გა­დაწყვიტა, რომ აღნიშნული ფართი არის საზოგადოებრივი საჭიროება და უნდა ჩამოგვერთვას,’’– ამბობს ნუკრი ლიპარტაშვილი.
მისი თქმით, გამგეობას აღნიშ­ნული ფართის კერძო პირების სასარგებლოდ გასხვისება აქვს გადაწყვეტილი. ლიპარტაშვილი მიიჩნევს, რომ, თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი საჭიროების მქონეა, უნდა არსებობდეს სათა­ნადო დოკუმენტაცია, სადაც დე­ტალურად იქნება გადმოცემული, რატომ და რისთვის არის საჭირო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა, რაც გამგეობას ამ დრომდე არ აქვს.
,,არსებობს კანონი, რომელიც დეტალურად განმარტავს რა არის საზოგადოებრივი საჭიროება, რო­მელი პროექტი, რა მიზნით და რა ფინანსებით უნდა განხორციელდეს, ვთქვათ, გზის გაყვანა. ამ შემთხვევა­ში გამგეობა ფეოდალიზმის ხანის წერილს წერს, მას დღეს აღარ სურს აღნიშნული ნაკვეთი შედიოდეს ჩვენს საიჯარე ფართში.
სიმართლე არის ის, რომ ვიღაც კერძო პირებს დაყენებული აქვთ სა­კითხი, რომ უნდა იყიდონ და გამგეო­ბა ამის თქმასაც ვერ ბედავს. ამ წლე­ბის განმავლობაში იქ მდგარი ხეები ჩვენ გადავარჩინეთ. ეს ერთი მწვანე ზოლი იყო და ამასაც გვართმევენ. ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერი­ტორიაზე არსებული საცალფეხო ბილიკი იმიტომ არ რემონტდებოდა, რომ არ იყო მათი საკუთრება. თუ გამგეობას რამის გაკეთება უნდოდა ან უნდა, მას ხელს არავინ უშლის. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი კუთხით დავეხმაროთ, თუნდაც ტექნიკური,” – ამბობს ნუკრი ლიპარტაშვილი.
,,გლეხური ბაზრის’’ მფლობელის ბრალდებებს გურჯაანის მუნიცი­პალიტეტის გამგეობაში პასუხო­ბენ. უწყებაში ამბობენ, რომ ხევის მიმდებარე სანაპირო ზოლი 2005 წელს უწყებამ კონკურსის წესით იჯარით გასცა, რომლის პირო­ბაც ტერიტორიის პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება და მისი მოვლა-პატრონობა იყო, რაც მოიჯარემ არ შეასრულა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასა და საზოგა­დოებასთან ურთიერთობის განყო­ფილების უფროს ზვიად ბიაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე ზედამხედველობის სამსახური აღნიშნული ადგილს ხშირად ათვა­ლიერებდა და ტერიტორია მუდმი­ვად იყო დაბინძურებული.
,,2005 წელს გურჯაანის მუნიცი­პალიტეტის გამგეობამ კონკურსის მეშვეობით იჯარით გასცა ბაზრის გადმოსწვრივ ხევის მიმდებარე სა­ნაპირო ზოლი – 570 კვ.მეტრი მიწა. კონკურსის პირობა იყო მიწის პირვანდელი მდგომარეობის შე­ნარჩუნება და მოვლაჶპატრონობა. 2015 წლის სექტემბერში ბაზრის ადმინისტრაცია ოფიციალურად გავაფრთხილეთ, რომ შეასრულოს ხელშეკრულების პირობები, წინა­აღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდებათ ხელშეკრულება. რაც შეეხება 58 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 35 კვ. მეტრი მოიცავდა საიჯარო მიწის ფართს, ეს მიწა მუნიციპალიტეტს დასჭირდა საზოგადოებრივი საჭი­როებისთვის. იგეგმება საფეხმავლო ხიდის მოწყობა და საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა, ამიტომ 35 კვ. მეტრი მიწა ჩამოერთვა მოიჯარეს და, ამრიგად, შეუმცირდა საიჯარო ფართი, რომელიც 2015 წლის 15 სექტემბრის #1601 ბრძანებით გასაჩივრებული აქვთ,’’ – განაცხადეს გამგეობაში.
ლიპარტაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფართის დასუფთავე­ბის საკითხი დიდი პრობლემაა. მისი თქმით, ბაზრის გარეთ მყოფი გარე­მოვაჭრეები ხევის გასწვრივ მდება­რე ტერიტორიას ყოველდღიურად ანაგვიანებენ. ლიპარტაშვილი განმარტავს, რომ ისინი აღნიშნულ ფართს ეტაპობრივად ასუფთავე­ბენ, თუმცა მისი ნაგვისგან გაწმენდა გამგეობას დაქვემდებარებული დასუფთავების სამსახურის მოვა­ლეობაა.
,,ჩვენ არა მარტო გამგეობას, საპა­ტრულოსაც მივმართეთ, რომ გარეთ მოვაჭრე ხალხის მიერ ნაგვის ქუჩაში დაყრის ფაქტების აღმოფხვრაზე ემუშავათ. ისინი ნაგავს პირდა­პირ ქუჩაში და იქვე ხევში ყრიან. ჩვენ გამგეობას გარემოვაჭრეების ბაზრის შიგნით შემოყვანა შევთა­ვაზეთ, მაგრამ თავისი საქმიანობით ამ ადამიანებს ხელსაც კი უწყობს. თვითმმართველობა ჩვენ გვიყენებს პრეტენზიას, რომ, რადგან იჯარა გაქვს, უნდა დავასუფთავოთ. რა თქმა უნდა, პერიოდულად ვასუფთავებთ, მაგრამ ყოველდღიურად ადამია­ნი, რომ ნაგავს ჰყრის, მე რატომ უნდა ვასუფთავო? თუ ნაგვიანდება და გამგეობის დასუფთავების სამ­სახური არ აკეთებს არაფერს, ჩემი პრობლემაა? იქ არც ნაგვის ურნაა და არც ინფრასტრუქტურა, ხალხი ამიტომ ნაგავს პირდაპირ დაბლა ჰყრის. გამგეობის პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. ის პრინციპულად დგას ჩვენს წინააღმდეგ და ხელს გვიშლის ბიზნესსაქმიანობაში,’’ – განაცხადა ნუკრი ლიპარტაშვილმა.
ბაზრის დირექციამ ადგილობრივ თვითმმართველობას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით უკვე მიმართა. ბაზრის დირექტორ ლამარა აკოფაშვილის თქმით, დღეს იკვეთება ბიზნესჯ­გუფთან გამგეობის მაღალი თანამ­დებობის პირების დაპირისპირება, რაც მათ მიერ საქმიანობაში ხელის შეშლაა.
,,მიუხედავად იმისა, რომ აქამდე გამართულ ყველა სასამართლო პროოცესში გამგეობა გამტყუნდა და გაუქმდა მათ მიერ ბიზნესჯგუფში შე­მავალი სუბიექტების საწინააღმდე­გოდ მიღებული გადაწყვეტილება და პოზიცია, გამგეობა მაინც ცდილობს ახალი მიზეზებითა და შეცვლილი ფორმით საკითხის გადაწყვეტი­ლების შეფერხებას, გაჭიანურებას ან დაბლოკვას. ეს ხელს გვიშლის ბიზნესსაქმიანობის განხორციელე­ბაში. ჩვენ საკრებულოს თხოვნით მივმართეთ, რომ სასამართლო გა­დაწყვეტილება აღსრულდა. ჩვენი სურვილი არ არის და არც გვინდა სასამართლო განხილვების სტადია­ზე დაბრუნება,’’ – განაცხადა ლამარა აკოფაშვილმა.