ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

444 მომხრე, 72 წინააღმდეგი – ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის საუბარია ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კობახიძის, კალაძისა და პაპუაშვილისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე.

“მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;

მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა;

მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ;

მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ”, – წერია რეზოლუციაში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.