სტატიები

რა იწვევს ქალთა დაბალ აქტივობას არჩევნებზე

ექსპერტები სახელმწიფოს მოუწოდებენ, რომ ქალთა მონაწილეობის გაზრდისათ­ვის სპეციალური პროგრამე­ბი დანერგონ.  ექსპერტები, რომლებიც წლებია საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის საკითხებზე მუ­შაობენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში საარჩევნო კულტურა დაბალია.
,,ქალთა საინფორმაციო ცენ­ტრის“ წარმომადგენლის, მაია გრ­ძელიშვილის ინფორმაციით, 2014 წლის არჩევნებზე 100 000 ქალი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე, რაც შემაშფოთებელი რიცხვია. მისივე განცხადებით, ამ კუთხით ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მაია გრძელიშვილი ფაქტს ერთი მხრივ ოჯახების მხრიდან არ­ჩევანის შეზღუდვით, ხოლო მეორე მხრივ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შემთხვევაში ამას ენობრი­ვი ბარიერებისა და კულტურული თავისებურებებით ხსნის.
,,ქალებთან მუშობის პროცესში იკვეთება, ერთის მხრივ არჩევნებზე მიუსვლელობით მათ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცე­სებისადმი უნდობლობა გამოხატეს, ხოლო მეორეს მხრივ, ამით ხაზი გაესვა მათი ჩართულობის საჭი­როებას. გასათვალისწინებელია რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ქალების მოუცლელობა, სასოფლოჶსამეურნეო და საოჯახო საქმიანობე­ბით გამო, ასევე ოჯახის მხრიდან მისი არჩევანის შეზღუდვა“.
მაია გრძელიშვილი საარჩევნო კულტურის განვითარებას საზოგა­დოების ცნობიერების ამაღლებაში ხედავს. იგი, არჩევნებზე ქალთა დაბალი აქტივობის გარდა ახალ­გაზრდების ინერტულობაზეც საუ­ბრობს და განმარტავს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია ცა­ლკეული რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით.
,,ცენტრალური საარჩევნო კომი­სია აღნიშნულ საკითხებზე აქტიუ­რად მუშაობს. აშკარაა, რომ პრო­ბლემა არსებობს. ჩემი ინფორმაციით, არა მარტო ქალები, არამედ ახალგაზრდებიც დაბალი აქტიურობით გამოირჩე­ვიან არჩევნების დროს, საჭიროა მუშაობა და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი როლის ჩვენება, არჩევნებში მათი ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა და პოლი­ტიკური პარტიების პროგრამების და იდეოლოგიის მათთვის გაცნობა, ზოგადად მათი ჩართვა ყველა დო­ნეზე ყველა სფეროში, რათა ისინი იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები და მათი სამოქალაქო პა­სუხისმგებობა გაიზარდოს. ვფიქრობ, გარდა ცესკოსი, პრო­ცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ განათლების სამინისტრო და პოლი­ტიკური პარტიებიც“.
,,ქალთა საინფორმაციო ცენ­ტრის“ წარმომადგენლის განმარ­ტებით, არასამთავრობო სექტორი და მათ შორის მისი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებებით. იგი, სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხა­დებს, რომ მან შესაბამისი პროგრა­მები უნდა დანერგოს.
,,არასამთავრობოსექტორი, ქალ­თა ორგანიზაციები, მათ შორის, ჩვენ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. როგორც წესი, მათ ძალიან კარგად იციან კვლევების შედეგებიც, სტატისტიკაც და პრო­ბლემის არსიც.
შესაბმისად, მათი მუშაობაც მიმართულია არსებული პრობლე­მების გადაჭრის გზების მოძიებისკენ და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ამ პროცესებში ჩართვისკენ, განსაკუთრებით, შესაბამისი სახელ­მწიფო უწყებების. თუმცა ეს ხდება გარკვეული რეგიონების მასტაბით და ცალკეულ სპეციფიკაზე მორგე­ბით, რომელიც როგორც წესი არის საპილოტე და მისი წარმატებით განხორციელების შემდეგ, სახელ­მწიფო უნდა იყოს მზად, შესაბამისი პროგრამები დანერგოს. ქალების გააქტიურებას პირ­ველ რიგში ხელი უნდა შეუწყოსს ხელმწიფომ, სხვა შემთხვევაში ის კარგავს ძალიან ძლიერ რესურსს დაძალას.აღნიშნულ პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების როლიც უდიდე­სია“.
კავშირი “საფარის” ხელმძღვანე­ლი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ქალთა დაბალი აქტივობა არჩე­ვნებზე გამოწვეულია იმით, რომ ქალთა ინტერესი დაბალია.
,,ქალები დღეს არ არიან დაინ­ტერესებული არჩევნებში მონაწი­ლეობის მიღებით, რადგან ვერ ხედავენ ამის საჭიროებას. ქალთა საკითხებს და ინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია სერიოზუ­ლად არ ეკიდება. არც საარჩევნო კამპანიაა წარმართული ქალ ამომრ­ჩევლებზე. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ პოლიტიკა ქალის საქმე არ არის და თუ ეს ასეა, მაშინ ქალე­ბის პასიურობა გასაგებია.“
ბაია პატარაია ფიქრობს, რომ პრობლემა პირველ პირში პო­ლიტიკურმა პარტიებმა უნდა იზრუნონ ქალი ამომრჩევლების დაინტერესებაზე, შესთავაზონ მათთვის შექმნილი საარჩევნო პროგრამა და თვითონაც გაიაზრონ რამხელა პოტენციალი აქვთ ქალ ამომჩევლებს.
,,ქალი უნდა გახდეს პოლიტიკუ­რად აქტიური სუბიექტი და ისარ­გებულოს მისი როგორც აქტიუ­რი, ისე პასიური ხმის უფლებით. პარტიებმა უნდა წარადგენდნენ ქალი კანდიდატები, ეს შეუწყობს ქალი ამომრჩევლის გააქტიურებას ხელს“.
ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ცნობიერების კუთხით ბევრი სამუ­შაოა ჩასატარებელი როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრო­ბო სექტორის მხრიდან.
,,სახელმწიფო და არასამთავრო­ბო ინსტიტუტებმა ერთობლივი ძალებით უნდა მოახერხონ და გააგე­ბინონ ქალებს, რომ პოლიტიკა მათი საქმეა, რომ მათ აქვთ რეალური ძალაუფლება გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე, თუ გა­აქტიურდებიან. ვინაიდან საქართვე­ლოს მსოახლეობის უმრვალესობა მიიჩნევს, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში სასარგებლოა ქვეყნი­სათვის.“