27 და 28 აპრილს თელავის სპორტის სასახლეში, ძიუდოში, კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართება
27 და 28 აპრილს თელავის სპორტის სასახლეში კადეტთა შორის ევროპის თასი გაიმართება.
ტურნირი, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ტარდება, საქართველოში მეორედ იმართება და წელს მასპინძლობის პატივი თელავს ერგო.
ტურნირში 14 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ევროპის თასი გაიმართება როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის. საქართველოს ნაკრებიდან 62 ვაჟი და 50 გოგონა იასპარეზებს. მათ შორის იქნებიან თელაველი ახალგაზრდა სპორტსმენები – ლუკა რაზმაძე, ნინი ჭორმოსიაშვილი, მერაბ სამადაშვილი, ლუკა ქალიაშვილი.