სტატიები

სტატიები

უნიკალური წიგნადი ფონდი ნადგურდება – რეპორტაჟი ბაკურციხიდან

გურჯაანის მუნიციპალიტე­ტის სოფელ ბაკურციხის ყო­ფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნე­ბი ნადგურდება.

შენობა 2009 წლამდე განათ­ლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს ბალანსზე იყო, ხოლო შემდეგ აღრიცხვისა და პრივა­ტიზების კახეთის სამმართველოს გადაეცა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე წელია ბი­ბლიოთეკა უყურადღებოდ არის მიტოვებული, რის გამოც შენობა ნგრევის პირას არის, ხოლო აქ დაცული უნიკალური წიგნების ფონდი ნადგურდება.

ადგილზე ,,კახეთის ხმის’’ ჯგუ­ფის ჩასვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები იატაკზე ყრია და ნადგურდება, სახურავიდან კი, წყალი ჩადის, რაც აქ არსებულ უამრავ პრო­ბლემებს უფრო ამწვავებს.

Read More
სტატიები

1. რა პრობლემები უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ არჩევნებამდე – რეკომენდაციები არასამთავრობო სექტორისგან

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას წინასაარჩევნო რეკომენდაციებს აწვდის. მათი თქმით, უნდა შეიცვალოს და დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა, შედგეს ეფექტური ამომრჩეველთა ერთიანი სია, დადგინდეს ოლქების საზღვრები.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის უპრეცედენტო, რადგანაც ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრებსა და მერებს, გამგებლებს ირჩევენ, ეს კი, დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია,”- აცხა¬დებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათი თქმით, ძირეულად არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა – კვლავ პრობლემურია მრავალმანდატიანი ოლქების არარსებობა და გამგებლებისა და მერების არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის აკრძალვა.
„მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეტანილი რიგი ცვლილებები ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს, საერთო ჯამში საარჩევნო კანონმდებლობა დღემდე არსებითად არ შეცვლილა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად საზოგადოება ველოდით“,- აცხადებს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.

Read More
სტატიები

თელავის სამხატვრო სკოლა ყოფილი დისპანსერის შენობაში განთავსდება

თელავის სამხატვრო სკოლა ადგილმდებარეობას შეიცვლის.

საუბარია ყოფილი დისპანსერის შენობაზე, რომელსაც ახლო მომავალში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

Read More
სტატიები

გივი მეტრეველი – ჩემი გამგებლობის პერიოდში სამხატვრო სკოლის შენობა არ გაიყიდება

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში თელავის სამხატვრო სკოლის შენობის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ, კომენტარი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი მეტრეველმა გააკეთა. 

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თელავის სამხატვრო სკოლის შენობა მალე გაიყიდება. 

Read More