სოფლის მეურნეობა სტრატეგიის გარეშე
სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ბოლო რამდენიმე წელია სოფლის მეურნებას მიიჩნევენ. მართალია, დარგის განვითარებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებსაც ახორციელებენ, თუმცა ექსპერტები სოფლის მეურნეობის სფეროში უამრავ ხარვეზსა და პრობლემაზე საუბრობენ. ექსპერტ დავით თამარაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჩამოყალიბებული არ აქვს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები და სტრატეგიული გეგმაც კი არ აქვს შედგენილი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი წლის სამოქმედო გეგმებს. იგი ასახელებს უამრავ დანარჩენ პრობლემასაც, რომელიც დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში და სოფელში მწვავედ დგას. ბოლო დროს, სოფლის მეურნეობაში განსახილველ თემად ყურძნის სუბსიდირება იქცა. მთავრობა თავს იწონებს, ექსპერტები კი აკრიტიკებენ. თამარაშვილის თქმით, სუბსიდირებაში უამრავი ხარვეზია:-`სოფლიდან იწყება ჩვენი ქვეყანა და, თუ არა სოფელი, წარმოუდგენელია საქართველო. სოფლის შენება უნდა დაიწყოს პიროვნების თვითშეგნებიდან, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ადამიანების თვითგანვითარებას. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რომ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ სოფლის განვითარებისთვის, უამრავ ხარვეზს დავინახავთ სახელმწიფოს ხედვაში ამ საკითხის მიმართ.სახელმწიფომ დაიწყო ყურძნის სუბსიდირების პროგრამა კახეთში. გამოყოფილ თანხას სჭირდება მიზნობრივი გამოყენებადა არა ისეთი როგორიც დღეს არის, რომ სახელმწიფოს სათქმელად აქვს ფრაზები, რომ ისინი გასცემენ თანხებს გლეხების დასახმარებლად. თავდაპირველადგლეხებსაც სურდათ, რომ მაღალი ფასი აიღონ ყურძენში და დაეთანხმნენ ამ საკითხს,თუმცა მომდევნო წლებში შედეგიანი არ გამოდგა, რადგან ყოველ წელს ძვირი ჯდება ვენახის მოვლა. იქნებ სახელმწიფომ ერთნაირი სუფსიდია მისცეს. არავის არ უფიქრია იმაზე, რომ იქნება სახელმწიფომ სოფელს მისცეს ერთი საწარმო ან მარანი, ან კიდევ არყის სახდელი, რომ ასე აღარ იწვალოს გლეხმა. უფრო ნაყოფიერი იქნება გამოყოფილი სუბსიდია, დასაქმდება გლეხი და შემოსავალი ექნება მუდმივი. ძალიან კარგი იქნება თუ სახელმწიფო სოფელს მისცემს ერთ გამართულ აგროსერვისცენტრს, არა ისეთს როგორებიც არის, არამედ ყველანაირად გამართულსადა აწყობილს.~ ექსპერტი აღნიშნავს, რომ კახეთს მეხილეობის დიდი პოტენციალიაქვს, თუმცა მის განუვითარებლობას გლეხებში მეხილეობის მოყვანის გამოუცდელობასადა სახელმწიფო უგულებელყოფასაც ასახელებს.მაგალითისათვის მოჰყავს უცხოეთის ქვეყნები, სადაც მეხილეობის კულტურა განვითარებულიადა იქაური ფერმერი არათუ ერთი კულტურის მოყვანითაა დაკავებული, არამედსხვადასხვა კულტურებით, რაც საშუალებას აძლევს, რომ მუდმივი შემოსავალი ჰქოდეს და არ იყოს დამოკიდებული ქართველი გლეხივით მხოლოდ ყურძნის მოსავალზე:-`მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ კახეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მეხილეობის კუთხით.კარგი იქნება, თუ გაკეთდებახილის გადამამუშავებელი სააწარმოები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართლში რა ხილიც მოდის, იმაზე უკეთესი ხილი აქვს კახეთს. რატომ არ ინტერესდება
სახელმწიფო ასეთი პროგრამებით? სამწუხაროდ, დღეს ადგილობრივი ნაწარმის ჩანაცვლებას ახდენს უცხოეთიდან იმპორტირებული პროდუქცია,რაც ძალან ცუდია, რადგან მთლიანად კლავს ადგილობრივ ბაზარს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ გლეხს არ აქვს მეხილეობის გამოცდილება. მოჰყავს ისეთი კულტურა, რომელსაც5-7 წლის შემდეგ აქვს მოსავალი, უცხოეთში ასე არ ხდება ის, რაც ადვილად და მალე მოდის იმ კულტურას მოაშენებს, ასევე აქვს სხვადასხვა კულტურებიცდა არ არის დამოკიდებული ერთზე. ერთი კულტურის სეზონი, რომ დამთავრდება იწყებსმეორე კულტურის კრეფას და არის მუდმივ წარმოებაში. ჩვენთანსხვაგვარადაა, მაგალითად, გლეხი დამოკიდებულია მარტო ვენახზე და სხვა კულტურას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით ცოტა ძვრები დაწყებულიადა ვიმედოვნებ, რომ გლეხი ამას მალე მიხვდება.ინმეს თუ უმსჯელია, სიმინდის ნაცვლად იქნებ გლეხსა და ფერმერს ხილის ნერგები აინტერესებსან სასუფრე ყურძენი, სასუფრედ რქაწითელს ჰყიდიან და საქართველოში სასუფრე ყურძენი შემოდის სომხეთიდან. უნდა განისაზღვროს სახელმწიფოპრიორიტეტები და უნდა შეადგინოს სტრატეგიული გეგმა,რომელიც სახელმწიფოს არ აქვს~. ექსპერტს ეთანხმებიან ფერმერებიც.მალხაზ ბერიშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს დარგობრივი გეგმა, რისი მიხედვითაც დაეხმარებიან გლეხებს: -`ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობისსამინისტროს უნდა ჰქონდეს დარგების მიხედვით შედგენილი გეგმები, რომელ მუნიციპალიტეტში ვის რა სჭირდება. თუ ფერმერზე და მის სურვილზე არ არის მორგებული გეგმა, არაფერი გამოვა სხვაგვარად.
მე იქნებ ყურძენი არ მაქვს, რატომ ვერ უნდა ვისარგებლო სახელწიფო სუბსიდიით რა ხილიც მაქვს? ყველაფერი შესაცვლელი და თავიდან გასაკეთებელია.რატომ არ აკეთებენ მცირე საწარმოებს მაინც, რომ ცოტა გვეშველოს, სად წავიღოთ ხილი და მარცვლეული?~მსგავს პრობლემაზე საუბრობს ექსპერტი შოთა ბერიკელშვილიც.
მას სუბსიდირების ფორმა არასწორად მიაჩნია. იგი ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობას მხოლოდ სტრატეგიული გეგმა, გლეხებსა და ფერმერებთან კონსულტაციები უშველის:-`ბევრს ვლაპარაკობთ დარგის განვითარებაზე, მაგრამ არავინ ამბობს- როგორ. მიმაჩნია,რომ სახელმწიფო სუბსიდია არასწორია, რადგან ეს ქარხნებისგაზარმაცებას გამოიწვევს. თან გლეხს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს რომელი მცენარე მოიყვანოს~.