1. ქართული ღვინის კომპანიები რუსეთში გაყიდვებს ზრდიან
კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომქ ართული პროდუქციის რუსეთში გაყიდვის მოლოდინი გამართლდა
ქართული ღვინის კომპანიები რუსეთში გაყიდვებს ზრდიან, თუმცა სიტუაციის გართულებების კუთხით მზად არიან. კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ ქართული პროდუქციის რუსეთში გაყიდვის მოლოდინი გამართლდა. მათივე თქმით, გაყიდვები თითქმის ორჯერ გაიზარდა.
„კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მისი მოლოდინი გამართლდა როგორც ღვინის, ისე კონიაკის მიმართულებით, კომპანიას სამაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს.
ჩხაიძის ინფორმაციით, „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ ღვინის რუსეთში გადატვირთები გაეზრდება, რადგან მეზობელ ქვეყანაში კომპანიის წარმომადგენლებმა კიდევ ორი ახალი ხელშეკრულება გააფორმეს.
„შარშანდელმა აჟიოტაჟმა გადაიარა და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში სტაბილური გაყიდვები მიმდინარეობს. მიმდინარე წელს უკვე გავიტანეთ დაახლოებით მილიონნახევარი ბოთლი ღვინო“, – განაცხადა ჩხაიძემ.