სტატიები

1. მეზობელ ქვეყნებში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა შემცირდა

 

მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანში, იორდანიასა და ლიბანში 2014 წელს ექსპორტზე 230 000-მდე ცხვარი გავიდა, საიდანაც 70-80 ათასი სული სომხური იყო.
,,სომხური ცხვრის მთავარი უპირატესობა დაბალი ფასია. იმ დროს, როდესაც 1 კგ ქართული ცხვარი 3.5-4 დოლარი ღირს, სომხურის შემთხვევაში ეს ფასი 2 ამერიკული დოლარია. შესაბამისად, ერთ სულ ცხვარზე სხვაობა შესაძლოა 30 დოლარიც იყოს. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ აზერბაიჯანელები ცხვარს ძირითადად „ნისიად” ყიდულობენ . ძალიან ბევრ მეცხვარეს შარშან გაყიდული საქონლის ფული დღემდე არ აუღია. ქართული ცხვარი სომხურმა ჩაანაცვლა ლიბანსა და იორდანიაშიც. სომხური ცხვარი საქართველოდან არალეგალურად გაყავთ და ამის დარეგულირება ძალიან ძნელია. წინა წლებში ქართული ცხვარი 12 ქვეყანაში გადიოდა, საექსპორტო არეალი კი 2009 წელს გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებში მოხვდნენ: ირანი, აზერბაიჯანი, ომანი, იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები”- აცხადებს ბექა გონაშვილი.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ქართველ მეცხვარეებს დაეხმარება და გადადგამს ნაბიჯებს დარგში არსებული იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად.