ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასი გაძვირდა
ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასი გაძვირდა. ფასის ზრდა შეეხო “მალბოროს”, L&M-ს, “ესეს”, “ბონდს” და “ომეგას” ქსელის სხვა სიგარეტებს. კერძოდ, სვაჭრო ობიექტებზე განმარტავენ, რომ “მალბოროს” ფასმა 30 თეთრით მოიმატა, “L&M” 40 თეთრით გაძვირდა, მთლიანობაში კი ფასმა 20-დან 40-თეთრამდე მოიმატა. სხვა დასახელების სიგარეტებზე ფასი არ გაძვირებულა.
აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფასმა იქამდე მოიმატა, სანამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაძვირდებოდა. 2015 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. მომავალი წლის პირველი ივნისიდან კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადის ე.წ. შერეული სისტემა შემოდის.
თამბაქოს ნაწარმი 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი იზრდება 0.15, ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.