კვერცხის და ქათმის ადგილობრივი წარმოება შეიძლება გაჩერდეს
ამის მიზეზი მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის მიერ ინიცირებული “საზღვრის დაცვის ღონისძიებების შესახებ” კანონპროექტია, რომელიც მთავრობამ არ განიხილა. კანონპროქტი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა განხილულიყო, იმპორტის შეზღუდვით, საქართველოში ჭარბი მოცულობით წარმოებული პროდუქციის დაცვას ითვალსიწინებს.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, კანონპროექტი სხდომის განსახილველ საკითხთა სიაში დევს 4 თვეა, თუმცა დღემდე მთავრობის სხდომაზე არ გასულა,- მიზეზად მოუცლელობას ასახლებენ.
უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებთან შეხვედრა და ვერანირი კომუნიკაცია აქამდე ვერ მოხერხდა. ეს კი იმის თქმის საფუძელს იძლევა, რომ საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკვდარია.
„სოფლის მეურნეობის მინისტრს, როდესაც უკრაინელი კოლეგა ჰყავდა და ფორუმზე ბიზნესმენები ვიყავით მიწვეულნი, მაშინ საჭირო ვიყავით და დაგვპირდა შეხვედრა. იმის შემდეგ კი ორი თვე გავიდა. მათგან არც ზარია და არც სხვანაირი კომუნიკაცია“,– აცხადებს უჩუმბეგაშვილი.