ახალი ამბები

თელავში მისალმების დღე აღნიშნეს

თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტების მენეჯერი მერი პაპუნაშვილი ამბობს, რომ აქციას პოზიტიური და ხალისიანი განწყობის შექმნის მიზანი აქვს.
„ თელავის ახალგაზრდული ცენტრის მიერ მისალმების საერთაშორისო დღე სახალისო აქციით აღვნიშნეთ. ბავშვები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და ყველა გამვლელს გულთბილად ესალმებოდნენ. აქციამ საოცრად დადებითი განწყობა გამოიწვია მოსახლეობაში და ყველა გამვლელი პოზიტიური განწყობით აღავსო.“
მისალმების მსოფლიო დღე (World Hello Day) ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება. ეს იდეა სათავეს 1973 წელს იღებს, რომელსაც დასაბამი დაუდეს ამერიკელმა ძმებმა, მაიკლ და ბრაიენ მაკკომაკებმა. შუაგულ „ცივი ომის“ პერიოდში – ეგვიპტესა და ისრაელს შორის კონფლიქტის დროს. ეს დღე იყო თავისებური პროტესტის გამოხატულება საერთაშორისო დაძაბულობის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეობისათვის მხოლოდ მისალმება და ღიმილია საჭირო. იმ დროს ძმების გადაწყვეტილებით მსოფლიოს ყველა კუთხეში კუთხეში მისალმების წერილები გაიგზავნა, რომელშიც ამასთანავე მცირე თხოვნა იყო ჩადებული. ისინი არავის ახვევდნენ თავს მშვიდობისათვის ბრძოლის საკუთარ იდეებს – უბრალოდ თხოვდნენ ადრესატს, მისალმებოდნენ სულ ცოტა ათ ადამიანს მაინც. ეს იდეა აიტაცეს 180-ზე მეტ ქვეყანაში.
მას შემდეგ მისალმების მსოფლიო დღე აღინიშნება ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანების მიერ – მას აღნიშნავენ მსხვილი პოლიტიკური ლიდერები, მრეწველი მაგნატები თუ საქვეყნოდ ცნობილი კინო და ტელე მუშაკები. 
აქტივობა განხორციელდა პროექტის ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში,, (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.