21 წლის ბაკურციხელ ვანო შიშნიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება
ვანო შიშნიაშვილის მშობლების თქმით, დაახლოებით 2 წელია, რაც მათ შვილს დილატაციური კარდიო მიოპათია (დიდი გული) დაუდგინდა. მათი განცხადებით, 21 წლის ვანოს სიცოცხლის გადასარჩენად, მას ესაჭიროება ურთულესი და ძვირი ოპერაცია, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
ახალგაზრდას ოჯახი ადამიანებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, რათა შეძლონ (აპარატის) იმპლანტის ყიდვა, რომელიც გულის გაჩერების შემთხვევაში დაეხმარება სასიცოხლო ორგანოს ამუშავებაში.
,,აპარატი 15 500 ლარი ღირს და უკვე 6000 ლარი გვაქვს მოგროვებული, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა”,- აცხადებენ ვანო შიშნიაშვილის ახლობლები.
ახალგაზრდას დასახმარებლად საქართველოს ბანკში უკვე გახსნილია ანგარიშის ნომერი : GE67BG0000000832062500