ხვალ კახეთში თოვლჭყაპია მოსალოდნელი
ამაღამ და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ცივი ამინდი კიდევ რამდენიმე დღით, 27 ნოემბრამდე შენარჩუნდება.
მათივე თქმით, კახეთში დღეს ღამით და ხვალ დღის განმავლობაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში, დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა 0 გარდუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით ჰაერი +5 -დან +8 გრადუსამდე გათბება. მაღალმთაში დღეს ღამით -3;-8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ხვალ დღისით 0; -5; გრადუსია მოსალოდნელი.