ახალი ამბები

შალაურელები სოფლის სასაფლაომდე ვერ მიდიან

შალაურის მოსახლეობა სოფლის სასაფლაოს მიმდე­ბარე ტერიტორიაზე ხიდის აშენე­ბის აუცილებლობაზე საუბრობს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებენ:
„როდესაც სასაფლაოზე მივ­დივარ, მეშინია, რომ წვიმამ არ მომისწროს. თუ წვიმა დაიწყო, სირბილით მოვრბივარ, რომ მო­ვასწროთ გადმოსვლა, რათა ხევი არ ადიდდეს. წვიმის დროს იქ თუ მოგვიწია ყოფნა, მერე ვეღარსად მივდივართ“, – ამბობს მზია კასრე­ლიშვილი. 
გარდა ამისა, სოფელ­ში წყალმომარაგების გრაფიკის გაუმჯობესებას, შიდა საუბნო დან­გრეული გზების შეკეთებას, გარეგა­ნათების აღდგენასა და საყოფაცხო­ვრებო ნარჩენების პრობლემის მოგვარებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვენ.
თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი თემის გამგებე­ლი ალექსანდრე შათირიშვილი მოსახლეობას სოფელში არსე­ბული პრობლემების მოგვარე­ბას 2015 წლისათვის ჰპირდება. 
შათირიშვილის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შიდა გზების შეკეთებისათვის გათვალისწინებულია 169 ათასი ლარი, გარეგანათებისთვის – 280 ათასი ლარი, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად – 463 ათასი ლარი, რომელშიც არ შედის წყლის დაქროლვა. თელავის მუნიციპალი­ტეტის თემის გამგებელი ადგილო­ბრივებს დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გარანტიას ვერ აძლევს და მიზეზად ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობას ასახელებს.