სტატიები

1. საგარეჯოში სპორტული მარათონი გაიმართა

საგარეჯოში, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლების ანჯელინა დოროშისა და ანეკე ვალკის ინიციატივით, ორ ასაკობრივ ჯგუფში, სპორტული მარათონი ჩატრდა.

მარათონის ინიციატორის თქმით, სარბენი ტრასა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ნინოწმინდიდან ქალაქ საგარეჯოს ცენტრამდე იყო განსაზღვრული. უფროს ასაკობრივ ჯგუფში ვაჟებს შორის პირველი ადგილი არჩილ კუჭუაშვილმა მოიპოვა, ხოლო გოგონათა შორის პირველ ადგილზე ნინო შიოშვილი გავიდა. 
გამარჯვებულები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.