თამარ ამაშუკელი: მივიწყებული ტრადიციებისა და ლეგენდების მოძიება კახეთის პოტენციალს გააძლიერებს
„ჩვენი ბათუმი და სიღნაღი ნიცასაც და მონტე-კარლოსაც მირჩევნია. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი არქიტექტურულ-ურბანული ქალაქების რაღაცად ქცევას, ამას ვუწოდებ მე ,,კიჩს“ – როდესაც შენ არ გაკმაყოფილებს შენი და ცდილობ, სხვას მიამსგავსო. საქართველოშიტურისტი სწორედ რაღაც განსხვავებულისა და ეგზოტიკურისა და არა პარიზის სანახავად ჩამოდის. “ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი იმ ადამიანთა შორისაა, ვინც „გუდიაშვილის მოედნის“ დასაცავად იბრძვის. კულტურული ტრადიციების შენარჩუნებისთვის დედაქალაქში მიმდინარე სამოქალაქო პროცესი რეგიონებშიც აქტიური ხდება. თამარ ამაშუკელს რამდენიმე კითხვა კახეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ დავუსვით.
– საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომპლექსური საკითხია, რომელზეც, სამწუხაროდ, მწყობრი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რეგიონებში.
მუნიციპალურ დონეზე კულტურული ძეგლების მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა. არც ძეგლები აღუწერავთ და არც დიაგნოზი დაუსვამთ. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ადგილობრივ დონეზე ამ პრობლემის სწორი გადაჭრის დასაწყებად.
მუნიციპალურ დონეზე კულტურული ძეგლების მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა. არც ძეგლები აღუწერავთ და არც დიაგნოზი დაუსვამთ. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ადგილობრივ დონეზე ამ პრობლემის სწორი გადაჭრის დასაწყებად.
-კულტურული მეკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საქართველოს კანონმდებლობით ძეგლთა დაცვა, მოვლა-პატრონობა ცენტრალური ხელისუფლების მოვალეობაა, თუმცა მართებული იქნება გარკვეული წილი პასუხისმგებლობა აიღოს რეგიონულმა ხელისუფლებამ, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ეს რეგიონის სიმდიდრეა, რომლიც ადეკვატური მართვის ვითარებაში გადაიქცევა შემოსავლის წყაროდ. ამ ვითარებაშიც კი, როცა რეგიონულ ხელისუფლებას არ გააჩნია არც ლეგიტიმაცია და არც საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისთვის, შეუძლია, გააკეთოს რაიმე რეგიონული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, პოპულარიზაცია აუცილებელია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რადგან საზოგადოება ნაშენი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს.
– როგორი უნდა იყოს სამოქალაქო ჩართულობა კულტურული მემკვიდრეობის, მატერიალური და არამატერიალური ძეგლების დაცვის საკითხში, რას ურჩევდით სათემო ადგილობრივ ინიციატივებს?
-ურბანული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, რომელშიც იგულისხმება არა მარტო ნაშენი მემკვიდრეობა, არამედ ლეგენდები, ზეპირი ისტორიები, ტრადიციები და სხვა, ამაში განსაკუთრებით დიდი როლს უნდა ასრულებდეს ადგილობრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო გაერთიანებები, ადგილობრივი თემი. სასურველია, ხელი შეეწყოს ამ სფეროზე ორიენტირებულ გაერთიანებებსა და ინიციატივებს. ქალაქი სიღნაღი და მის გარშემო არსებული სოფლები მდიდარია ნაშენი მემკვიდრეობის ობიექტებით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ობიექტი უცნობია არა მარტო ფართო საზოგადოებისთვის, არამედ სპეციალისტებისთვის. ერთი მხრივ, ეს ობიექტები ვერ ხვდებიან სამართლებრივი დაცვის არეალში, მეორე მხრივ კი, ისინი აუთვისებელი, დაკარგული არიან ტურიზმისსფეროსთვის. სამოქალაქო გაერთიანებები შესაძლებელია აქტიურად ჩაერთონ: ახალი ობიექტების, მივიწყებული ტრადიციებისა და ლეგენდების მოძიებაში; არსებული ობიექტების მონიტორინგში; საზოგადოების სხვა და სხვა სეგმენტში კულტურული მემეკვიდრეობის ღირებულებისა და მნიშვნელობის პოპულარიზაციაში; გთხოვთ, შეაფასოთ სიღნაღის არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები და ჩართულობა სათემო განვითარების ცენტრის მიერ გენერირებული პროექტის – „სიღნაღი კულტურისთვის“ ფარგლებში. რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სისტემური მასალაა. რა დახმარების გაწევა შეუძლია ამ მასალებს ზოგადად კულტურული მემკვირეობის შესწავლისა და დაცვის საკითხებში.
-მსგავსი პროექტების განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს თემის მობილიზაციას, კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენელოვანი ფაქტორი მოსახლეობაა, რომელსაც ეკუთვნის ეს მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანია, ისინი აცნობიერებდნენ მემკვიდრეობის ღირებულებას, თემისთვის, რეგიონისთვის და ზოგადად ერისთვის მნიშვნელობას, როგორც კულტურულ-ისტორიულ, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
ყოველთვიური ჩანართი “სათემო” დაფინანსებულია სათემო განვითარების ცენტრის (CDC) პროექტის “სათემო ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა კახეთის რეგიონში” ფარგლებში, ორგანიზაცია “პური მსოფლიოს”BFDWფინანსური მხარდაჭერით.ჩანართის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს დამფინანსებლის მოსაზრებას.