სტატიები

უნიკალური წიგნადი ფონდი ნადგურდება – რეპორტაჟი ბაკურციხიდან

გურჯაანის მუნიციპალიტე­ტის სოფელ ბაკურციხის ყო­ფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნე­ბი ნადგურდება.

შენობა 2009 წლამდე განათ­ლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროს ბალანსზე იყო, ხოლო შემდეგ აღრიცხვისა და პრივა­ტიზების კახეთის სამმართველოს გადაეცა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე წელია ბი­ბლიოთეკა უყურადღებოდ არის მიტოვებული, რის გამოც შენობა ნგრევის პირას არის, ხოლო აქ დაცული უნიკალური წიგნების ფონდი ნადგურდება.

ადგილზე ,,კახეთის ხმის’’ ჯგუ­ფის ჩასვლისას აღმოვაჩინეთ, რომ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნები იატაკზე ყრია და ნადგურდება, სახურავიდან კი, წყალი ჩადის, რაც აქ არსებულ უამრავ პრო­ბლემებს უფრო ამწვავებს.

სოფელ ბაკურციხის მკვიდრ ჯულიეტა ქრისტესიაშვილს კარ­გად ახსოვს ის დრო, როდესაც ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მისი თქმით, აქ დაცული წიგნების წასაკითხად სხვადასხვა სოფლე­ბიდანაც ჩამოდიოდნენ.

”ძალიან ცუდია, რომ ბიბლიო­თეკის შენობა უკვე იმდენად ამორ­ტიზებულია, რომ მალე დაინგრევა. თანდათანობით ნადგურდება წიგნების ფონდიც. იქნებ როგორმე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნოს, გაარემონტოს ეს შე­ნობა ან უნიკალური წიგნები სხვა რომელიმე შენობაში გადაიტანოს. ისე აუცილებელია, რომ ცალკე კარგად გარემონტებული და თა­ნამედროვე შენობა აშენდეს და იქ განთავსდეს სოფლის ბიბლიოთეკა. ადრე ყველას შეეძლო ესარგებლა ამ ბიბლიოთეკით. ნებისმიერი წიგნი გამოგვქონდა და ვკითხუ­ლობდით, ახლა კი, ეს ფუფუნება აღარ გვაქვს.’’

სოფლის სხვა მცხოვრებლის თქმით, ბიბლიოთეკის შენობას აუცილებლად უნდა ჩაუტარ­დეს სარეაბილიტაციო სამუ­შაოები, რომ მან ძველებური სახე დაიბრუნოს. მათი თქმითვე, ადგილობრივი ხელისუფლების მოვალეობაა შენობაში დაცული უნიკალური წიგნების განადგუ­რებისგან დაცვა.

ლენა ქუმსიაშვილი, სოფლის მკვიდრი:

ჶ,,სოფელში ეს ერთადერთი ბი­ბლიოთეკა იყო, სადაც სხვადასხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ წიგ­ნების წასაკითხად. ერთადერთი იყო, სადაც ასეთი უნიკალური წიგნები ინახებოდა. ძალიან გვინ­და, აღდგეს ეს ბიბლიოთეკა და ძველებურად იმუშავოს.‘’

ამირან ქურთიაშვილი, სოფლის ,,აქ ძალიან ბევრი წიგნები იყო. მთელი სოფელი ამ ბიბლიოთეკის წიგნებით საზრდოობდა და სარ­გებლობდა. უკვე დიდი ხანია ამ ადგილს თავი აქვს მინებებული. უყურადღებობის გამო მთლიანად განადგურდა, როგორც შენობა, ასევე წიგნებიც. ფანჯრები და­მტვრეულია, ჭერი დაზიანებულია. გარდა ამისა, შენობას არ აქვს კიბე, რომ შევიდეთ შიგნით და ვნახოთ რეალურად რა მდგომარეობაა. კარები კი, დალურსმულია.’’

გურჯაანის მუნიციპალიტე­ტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილის თქ­მით, ამ დროისთვის შესაბამის სამსახურებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ყოფილი ტე­ქნიკუმის ბიბლიოთეკის შენობა ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის მფლობელობაში გადმო­ვიდეს.

,,შენობა ჩვენ არ გვეკუთვნის, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ბალანსზე გადმოვიდეს. გარდა ამისა, ჩვენ იქ არსებული სიტუაციის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას და დაგეგმილია ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების აღრიცხვა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადატანა. ჯ

ერ გადაწყვეტილი არ არის, სად გადავიტანთ წიგნებს, ალბათ, ტერიტორიული ორგანოს შენო­ბაში