თინათინ ხანჯალიაშვილი – თვითმმართველობის საკრებულოს წევრობა არის გააზრებული სამსახური ხალხის კეთილდღეობისათვის
თინათინ ხანჯალიაშვილი თელავში სისტემური ცვლილების განსახორციელებლად არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში მიდის. იგი საკრებულოში დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან” შეეცდება.,,კახეთის ხმა” გთავაზობთ ინტერვიუს თინათინ ხანჯალიაშვილთან.
-თინათინ გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?
-მაქვს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო და ბიზნესსექტორში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი სათემო მობილიზაციის, რეგიონული და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების პროექტებზე, 2012-2013 წლებში ვმუშაობდი კახეთის რეგიონის 2014-2021 წლის განვითარების სტრატეგიაზე სოციალური განვითარებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კუთხითGIZ-ის” ფინანსური მხარდაჭერით.
ასევე ორი წელი ვიმუშავე USID-ის” პროგრამაში დემოკრატიული მმართველობა საქართველოში და მომიწია, საკმაოდ აქტიურად ჩავრთულიყავი ადგილობრივ თვითთმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამასთან, 2012 წელს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის სამოქალაქო ლიგა“, ჩვენს პარტნიორებთამ ერთად ვართ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტის განხორცილების პროცესში (საბავშვო ბაღების მართვის მენეჯმენტის მოწესრიგება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში), რამდენიმე უკვე დავასრულეთ და, აგრეთვე, ვართ ძალიან ბევრი ინიციატივის ორგანიზატორებიც.
-რა არის თქვენი პოლიტიკაში წასვლის მიზეზი და ეს იდეა როდის დაგებადათ?
-ჩემი თვითმმართველობასთან ურთიერთობის დაწყებასთან ერთად (2012 წელს), ალბათ, ეს იდეაც ჩაისახა, თუმცა ჩამოყალიბებული ფორმა მან მხოლოდ წელს, აპრილში მიიღო. მიზეზი არის ის, რომ მე გადავწყვიტე, ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა: გამჭირვალობის პრინციპის ამოქმედება თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, საბავშვო ბაღების გამართული ფუნქციონირება, სოციალური პროგრამების სწორი დაგეგმარება, შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერება, სპორტული ცხოვრების წესისა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია, ნარჩენების მენეჯმენტის სწორი ფუნქციონირება და პოლიეთილენის სეპარირების პროგრამის ან გამწვანების სისტემური ხასიათის დანერგვა, რაზეც ჩვენ წლებია, ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორიდან, კარგი იქნებოდა ადგილობრივი თვითმართველობის საკრებულოდანაც მეცადა და გარკვეულწილად გავლენა მომეხდინა სისტემური ცვლილებებისთვის წარმომადგენლობითი ორგანოდან, რომელსაც შეუძლია სამართლებრივი აქტების შემუშავება.
-თუ დაიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრა, რას ჰპირდებით თელაველებს?
-როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრი, პირადად არ ვხვდები ამომრჩეველს, თუმცა გუნდს თითქმის ყველა შეხვედრაზე დავყვები, ვისმენ მოსახლეობის პრობლემებს, ვინიშნავ მათ, გუნდდთან ერთად ვაანალიზებ ამ პრობლემების არა ერთჯერადად, სპონტანურად, არამედ სისტემურად მოგვარების გზებს. მე ზუსტად ვიცი, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე, ბიუჯეტის დაგეგმარების პრინციპების შეცვლის გარეშე, ყველა დაპირება დარჩება დაპირებად. მე პირობას ვდებ, რომ ვიქნები გარანტი, შეიქმნას იმის პრეცენდენტი, რომ თვითმმართველობის საკრებულოს წევრობა არის გააზრებული სამსახური ხალხის კეთილდღეობისათვის და არა გაუაზრებელი „თანამდებობა“ საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან სხვაზე შურისძიებისათვის.
-რაც შეეხება ქალების აქტიურ ჩართულობას, რა კონკრეტული ინიციატივები გექნებათ და რას გააკეთებთ იმისათვის, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობას შეუწყოთ ხელი?
-ჩემი ღრმა რწმენით, ქალი პოლიტიკაში არ უნდა გვექცეს თვითმიზნად. ჩვენი მიზანი უნდა იყოს,
გავაძლიეროთ ქალის ეკონომიკური და სოციალური დამოუკიდებლობა, შევუწყოთ მას ხელი თვითრეალიზებაში. მარტოხელა დედებს, დასაქმებულ დედებს მივაწოდოთ ისეთი სერვისები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სტრესის გარეშე ემსახურონ საზოგადოებრივ საქმეს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ქალი, რომელსაც აქვს ღრმა სამოქალაქო შეგნება, შესაბამისი განათლება და ხედავს უკეთესი მომავლის გზებს, თავისთავად ექცევა პოლიტიკის გამტარებელთა ინტერესის ქვეშ და ის თვითონ, ძალდატანებისა და თავსმოხვეული კვოტების გარეშე მიდის პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, ასეთ ქალს მამკაცები გზას არ უღობავენ და არც ხელს ჰკრავენ. მე (ამავდროულად, შემდგარი დედა და მეუღლე) ვიქნები კონკრეტული მაგალითი ქალებისთვის, რომ პოლიტიკა არაა ბინძური საქმე, რომელშიც ქალებს არაფერი ესაქმებათ და, საერთოდ, მე მხარს დავუჭერ თვითმმართველობაში ან პოლიტიკაში იმ ადამიანების (განურჩევლად სქესისა) მოსვლას, რომელთაც ზუსტად აქვთ გააზრებული საკუთარი როლი სამოქაჶლაქო საზოგადოების და ჯანსაღი სისტემების შენების პროცესში.
-თუ ითანამშრომლებთ არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო ინიციატივებს თუ მიიღებთ მათგან?
-რასაკვირველია, მე თვითონ მოვდივარ სამოქალაქო სექტორიდან და ვიცი, რა განძიცაა საზოგადოების განვითარების საქმეში. ჩვენ გუნდს ჩამოყალიბებული გვაქვს კონკრეტული ხედვა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ სექტორის იმედად ჩვენ ძალიან ბევრი პროექტის ინიცირებას ვგემავთ ნარჩენების მოსაკრებლის, ადვოკატირების, კამპანიების, შშმ პირთა პროგრამების, სპორტისა და არაფორმალური განათლების თუ სკოლამდელი აღზრდის გაძლიერების კუთხით.
-თქვენს ოჯახზე ვისაუბროთ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
-ჩემი თავისუფალი დრო ეთმობა ჩემს ვაჟს, ალიგიორგის და ჩემს მეუღლეს. მათთან ერთად უმეტესად ვგეგმავ ქალაქგარეთ გასვლას, ვკითხულობთ და ვერთობით. ხშირად დავდივართ გასართობ ღონისძიებებზე. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. 2000-2010 წლებში ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე ევროპის მასშტაბით, 2011 წელში აზიასაც გავუგე გემო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანა და ადგილია, სადაც მინდა ოჯახთან ერთად დასვენების დღეები გავატარო და, იმედია, ეს ოცნებაც ასრულდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე.
-ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები?
-ყველა ის ადამიანი, რომლებიც ქართული ოცნებიდან არიან წარდგენილი, შესაბამისად, იგულისხმებიან კიდეც ერთი გუნდის წევრებად, ალბათ, ყველა ეს ადამიანი იმუშავებს საერთო კეთილი მიზნების მისაღწევად. პირადად მე ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება მაქვს კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ბატონ არჩილ თხლაშიძესთან, რომელიც 2010-2014 წლების მოწვევის საკრებულოს წევრიცაა. ჩვენ შეჯერებული გვაქვს ხედვა, სამომავლო გეგმები გუნდის დანარჩენ წევრებთან და, იმედია, ამ კუთხით ყველაფერი უცვლელად დარჩება.
-რატომ უნდა მოგცენ ხმა თელაველებმა?
-ალბათ, იმიტომ რომ მათი უმეტესობა მიცნობს მე ჩემი საქმეებით, ჩემი იდეებით. მიუხედავად შემოთავაზებებისა, წავსულიყავი თბილისში და მეზრუნა კარიერულ წინსვლებზე, მე ვერ ვუღალატე ჩემს ქალაქს. მიმაჩნია, რომ განათლებული და მიზანსწრაფული, მოტივირებული ადამიანები ადგილობრივ განვითარებას უფრო წაადგება, ალბათ, იმიტომ, რომ მეც ვიზიარებ ჩემი თანაქალაქელების აზრს იმაზე, რომ თელავი ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ქალაქია საქართველოში და თელავს თელაველებმა უნდა მივხედოთ. მჯერა ჩემი ქალაქი ძალიან მალე საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის. ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, მე მადლობელი ვიქნები თითოეული ჩვენი თანაქალაქელის, რომელიც მოვა და ხმის მიცემით საკუთარ პასუხისმგებლობას აიღებს ჩვენი თვითმმართველი ქალაქის განვითარების მომავალ 4 წელზე. მე ყველა თელაველს მოვუწოდებ, 15 ივნისს არ დარჩნენ სახლში, არ მოეძალოთ ნიჰილიზმი. გთხოვთ, ირწმუნოთ, რომ ჩვენი რეალობა თანდათან უკეთესობისკენ იცვლება და ამაში თითოეული ჩვენგანი საპასუხისმგებლო როლს ვასრულებთ.
-ალბათ, იმიტომ რომ მათი უმეტესობა მიცნობს მე ჩემი საქმეებით, ჩემი იდეებით. მიუხედავად შემოთავაზებებისა, წავსულიყავი თბილისში და მეზრუნა კარიერულ წინსვლებზე, მე ვერ ვუღალატე ჩემს ქალაქს. მიმაჩნია, რომ განათლებული და მიზანსწრაფული, მოტივირებული ადამიანები ადგილობრივ განვითარებას უფრო წაადგება, ალბათ, იმიტომ, რომ მეც ვიზიარებ ჩემი თანაქალაქელების აზრს იმაზე, რომ თელავი ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული ქალაქია საქართველოში და თელავს თელაველებმა უნდა მივხედოთ. მჯერა ჩემი ქალაქი ძალიან მალე საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის. ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, მე მადლობელი ვიქნები თითოეული ჩვენი თანაქალაქელის, რომელიც მოვა და ხმის მიცემით საკუთარ პასუხისმგებლობას აიღებს ჩვენი თვითმმართველი ქალაქის განვითარების მომავალ 4 წელზე. მე ყველა თელაველს მოვუწოდებ, 15 ივნისს არ დარჩნენ სახლში, არ მოეძალოთ ნიჰილიზმი. გთხოვთ, ირწმუნოთ, რომ ჩვენი რეალობა თანდათან უკეთესობისკენ იცვლება და ამაში თითოეული ჩვენგანი საპასუხისმგებლო როლს ვასრულებთ.