თელავში ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდაჭერი აქცია გაიმართება
გაზეთ „კახეთის ხმის“ ჟურნალისტების ინიციატივით, დღეს 13 საათზე ქალაქ თელავში ჟურნალისტ ჯაბა ანანიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციაში კახეთის რეგიონული მედიის ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. აქცია მედია კაფეს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
აქცია აჭარის ტელეკომპანია „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერად ჩატარდება, ჟურნალისტს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მედეა ვასაძე ემუქრება. იგი ჟურნალისტს დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ მუშაობას იწყებს და გამოთქვამს ეჭვს ჟურნალისტის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.
დეპუტატის უკმაყოფილება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ მომზადებულმა საგამოძიებო ფილმმა – „უმაღლესი კომფორტი“, რომელიც „ტელეარხი 25“-ის ეთერში გავიდა. ფილმში საუბარია ვასაძის მიერ გაწეულ საბიუჯეტო ხარჯებზე.