სტატიები

ხვალ გურჯაანში სპორტული მარათონი გაიმართება

ხვალ 19 საათზე ქ. გურჯაანში, სპორტული მარათონი გაიმართება ველო რბოლაში.

მონაწილეები სტარტს აიღებენ ვაჟა–ფშაველას ქუჩის დასაწყისში და ფინიშის ხაზს გურჯაანის ტყე–პარკის  შესასვლელთან გადაკვეთენ. ღონისძიების მხარდაჭერები არიან გურჯაანის პირველი სკოლის თვითმმართველობა, განათლების რესურსცენტრი, გურკჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.

 

ინიციატივა ღონისძიების ცატარების შესახებ, გურჯააი პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრს ლევან ყანდიაშვილს ეკუთვნის.

 

ლევან ყანდიაშვილი–სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი.

,,მსურველებმა, ვისაც მარათონში მონაწილეობა უნდათ, ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ადრე აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია სამების საკათედრო ტაძრის ქვემო ტერიტორიაზე.

ყველა მრბოლელს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი და გამარჯვებული კი დასაჩუქრდება სიმბოლური პრიზით, რომელიც თელავის ახალგაზრდული განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა შეიძინა.

ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.’’

 

მარათონის შემდეგ სამოქალაქო განათლების  კლუბის ერთ–ერთი წევრი, მარი მეგრელიშვილი  საკუთარ  პრეზენტაციას უყურადღებოდ დატოვებულ გურჯაანის ტყე–პარკთან დაკავშირებით წარმოადგენს.