1. გურჯაანელი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა
ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ოქროს მედალი მოიპოვა და პარალელურად, რუსი სპორტსმენის, ალექსი კუზმინის ევროპის რეკორდი (182,5 კგ) მოხსნა და 190 კგ ასწია. ევროპის ჩემპიონატში 27 ქვეყანა მონაწილეობდა, საქართველო კი ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ლევან გილიგაშვილი, სპორტის საერთაშორისო კლასისი ოსტატი და ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ნაკრების წევრია. იგი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის და მსოფლიო თასის მფლობელია.
ლევან გილიგაშვილი ივნისში, მსოფლიო ჩემოიონატზე გაემგზავრება, რომელიც ფინეთში გაიმართება.