სტატიები

1. ევროკავშირი ქართველ მეწარმეებს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

თანხა საქართველოში მეწარმეობის განვითარებასა და იმ ახალი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას მოხმარდება, რაც ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ამოქმედებას უკავშირდება. ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ინფორმაციით ფინანსური დახმარება 2015-2017 წლისთვის იქნება გათვალისწინებული და იგი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას მოხმარდება. გადაწყვეტილება ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე რიგის სამიტზე იქნება მიღებული.

“დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით 410 მილიონიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ საქართველოსთვის გვაქვს გამოყოფილი, გონივრულად დაიხარჯება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DჩFთA) შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა დაუჭიროთ მხარი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებას. ყველა მოთხოვნების დაკმაყოფილება არის მთავარი გამოწვევა, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს პერსპექტივას საქართველოს ეკონომიკისათვის. თუ თქვენ შეხედავთ შარშანდელ კვოტას, წელს ევროკავშირში ექსპორტის წილი გაიზარდა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ინვესტიცია კონკრეტულად უნდა ჩავდოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების განვითარებაში და იმ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც მე ვახსენე, სწორედ ამაზე დაიხარჯება”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.