რვა ულამაზესი ტბა – კახეთში მდებარე ადგილები
კახეთის ულამაზესი მხარე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ბუნებით და ისტორიული ძეგლებით. დღეს მინდა გაგაცნოთ რვა ტბა, რომლის შესახაებაც შესაძლოა არ გსმენიათ, ან მხოლოდ რამოდენიმეს არსებობა იცით.
შავი კლდეების ტბა
იგი მდებარეობს კახეთში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე. მას ასევე ეწოდება გრძელი ტბა. მისი ზუსტი მდებარეობა არის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ამის გამო შავი კლდეების ტბის მონახულება მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშია შესაძლებელი. აქ მოხვედრა ზოგჯერ გამოცდილ მოლაშქრეებსაც უჭირთ, რადგან საფეხმავლო ბილიკი იწყება ზღვის დონიდან 500 მეტრზე (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია) და ადის 3000 მეტრამდე.
სიმაღლეთა სხვაობა არის 2500 მეტრი. საქართველოში მსგავსი სიმაღლეთა სხვაობა თითქმის არსად არ გვხვდება. შავი კლდეების ტბაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია ცხენებით, რომელიც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში შეგიძლიათ დაიქირაოთ. აღნიშნული ბილიკი საქართველოში არსებული სხვა ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. შავი კლდეების ტბა შედის იმ სანახაობებს შორის, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ.
კაპატაძის ტბა
რომელიც ივრის ზეგანზე მდებარეობს კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია. სიმაღლე ზღვის დონიდან 822 მეტრი.
ნახევარტბა, ბაშლეხელი
იგი მდებარეობს კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2713 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², უდიდესი სიღრმე 12,8 მ, საშუალო სიღრმე 6,0 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალი სუფთაა და გამჭირვალე.
სახარე ტბა
სახარე ტბა, იგივე მლაშე ტბა საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს ივრის ზეგანზე, ზღვის დონიდან 828 მეტრზე. ზაფხულში თითქმის მთლიანად შრება, ამიტომ მისი მონახულება შესაძლებელია შემოდგომიდან – გაზაფხულამდე.
ქოჩების ტბა
ქოჩების უკვდავების ტბა – მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ვაკისა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ სიმაღლეზე. მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,8 მ. ტბა გაუდინარია. ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს.
ჯიქურების ტბა
ჯიქურების ტბა ივრის ზეგანზე მდებარეობს, კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 761 მეტრი.
მარტოტის ტბა
მარტოტის ტბა – მდებარეობს კახეთში, კერძოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ქედზე, ზღვის დონიდან 2830 მეტრზე, საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზოლთან ახლოს. მარშრუტი არის კომბინირებული და შესაძლებელია სხვადასხვა ტრანსპორტის კომბინაციით ტბამდე მისასვლელი გზის შემოკლება. მარშრუტი იწყება ლაგოდეხი- ყვარელის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან და სოფელი უზუნთალას გავლით შედის მდინარე კაბალის ხეობაში. ზღვის დონიდან 1670 მერტზე.
ლაკბეს (ლაკბის) წყალსაცავი – მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მახლობლად. შექმნილია მდინარე ლაკბეს დაგუბების შედეგად. სოფელ არაშენდას მახლობლად, ფხოველის ტყის ტერიტორიის უნიკალურობას აქ არსებული ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლები და მინერალებით მდიდარი ტალახის არსებობა განსაზღვრავს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
ტერიტორია გომბორის მთიანეთის ნაწილია. მაქსიმალური სიმაღლე 22 მეტრია. კახეთი ულამაზესია თავისი გამაოგენებლი ბუნებით, რადგან იგი თითქოს ერთ დიდ დედამიწას წარმოადგენს, ყველაფერით მდიდარი ერთი ულამაზესი კუთხეა. ამიტომ აუცილებლად უნდა ნახოთ კახეთი თავისი სილამაზეებით, აივსოთ დადებითი ემოციებით და გაიხანგძლივოთ სიცოცხლე.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე
ასევე დაგაინტერესებთ:
ლალისყულის ციხე – ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ვეჯინის სათვალთვალო კოშკი– ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ქილაკუპრას და ტახტითეფას ტალახის ვულკანები კახეთში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ქილაკუპრას და ტახტითეფას ტალახის ვულკანები კახეთში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ძველი შუამთა – ულამაზესი ადგილი თელავში რომელიც უნდა ნახოთ
ტურისტებისთვის საინტერესო 6 ტურისტული ადგილი კახეთში