ახალი ამბები

ლაკბეს წყალსაცავი გურჯაანში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ

ლაკბეს წყალსაცავი – მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მახლობლად. იგი შექმნილია მდინარე ლაკბეს დაგუბების შედეგად.

სოფელ არაშენდას მახლობლად, ფხოველის ტყის ტერიტორიის უნიკალურობას აქ არსებული ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლები და მინერალებით მდიდარი ტალახის არსებობა განსაზღვრავს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

 

წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო გასული საუკუნის 80–იან წლებში სამელიორაციო მიზნით, კერძოდ წყალსაცავს სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა შირაქის ველი, მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა ვერ დასრულდა და ამჟამად ის ფაქოტბრივად წარმოდგენილია როგორც ბუნებრივი ტბა. მისი მაქსიმალური სიღრმეა 22 მეტრი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტბაში გაშვებული იყო კობრი და სქელშუბლა, მდინარიდან ბუნებრივად მოხვედრილია ქაშაპი. წყალსაცავი საჭიროებს შემდგომ შესწავლას არსებული იქტიოფაუნის თვალსაზრისით.