ლალისყულის ციხე – ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ლალისყურის ციხე მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკად სტორის (შტორის) მარჯვენა ნაპირას, თანამედროვე სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე.
გადმოცემით, ლალისყურის ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II-მ (იმამ-ყულიხანმა) (1703-1722). გეგმით კვადრატულია და ნაგებია რიყის ქვით. კედლების ზედა ნაწილს გასდევს ხის კოჭებზე დაყრდნობილი საბრძოლო ბილიკი. გალავნის კარიბჭე კი სამხრეთ კედელშია. ციხის კუთხეებში წრიული, მათ შორის კი ნახევარწრიული კოშკებია განლაგებული.
ციხის შიგნით წმინდა ნიკოლოზის სახელობის დარბაზული ეკლესიაა, რომელსაც დასავლეთით სამრეკლო აქვს მიდგმული, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა, მეორეზე საცხოვრებელი იყო, მესამეზე – ფანჩატური.
XIX ს-ში ჩოლოყაშვილებმა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სასახლე ჩადგეს და ამ კუთხის კოშკი საცხოვრებლად გადააკეთეს.