გურჯაანში სამოქალაქო და ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) კახეთის რეგიონული ოფისში ჩატარებული ვიქტორინა ვსწავლობთ და ვიცავთ სამოქალაქო უფლებებს, ადამიანის უფლებების დღეს მიეძღვნა.
ორგანიზაციის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი, ნანა დევიძე განმარტავს,
რომ საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა” იყო, გურჯაანის ოთხი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბების მონაწილეობით ჩატარდა.
,,კახეთის ხმის” საჩუქარი, ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის #4 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის გუნდს ,,სოლონი’’ ერგო, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია ,,სიცოცლის უფლება“ წარმოადგინა.
,,ვიქტორინის მიზანი იყო ადამიანის უფლებების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება.
სამართლიანი არჩევნების ,რეგიონული წარმომადგენელი მადლობას უხდის ,,კახეთის ხმას“ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების მხარდაჭერისთვის”,-განაცხადა ნანა დევიძემ.