კახეთის საჯარო სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კახეთის რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. პროექტს ახორიცელებს ორგანიზაცია ICMA (International City/County Management Association) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად.
საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივ თემში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის კონცეფციისა და 4R პრინციპების (ნარჩენების წარმოქმნის შემცირება, მოხმარებული ნივთების ხელახალი გამოყენება იმავე და სხვა დანიშნულებით, ნარჩენების გადამუშავება) პოპულარიზაცია. საუკეთესო პროექტები მიმართული უნდა იყოს მუნიციპალური მყარი ნარჩენების შემცირებაზე, ხელახალ გამოყენებასა და/ან სეპარაციაზე, მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.
Read More