გიორგი ხაზიური – გურჯაანელი მევენახეები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან
ხაზიურის თქმით, გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ოჯახებს ბანკიდან სესხი აქვთ გამოტანილი, სანაცვლოდ კი საცხოვრებელი სახლები, მიწები და ვენახები აქვთ ჩადებული.
,,ფალსიფიცირებული შხამქიმიკატების, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების დროულად აუმუშავებლობის და სადაზღვევო სისტემის ჩაურთველობის გამო სეტყვამ გააჩანაგა ვენახები. გურჯაანელი მევენახეები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან და ბანკების პირისპირ არიან დარჩენილები. მე ვპირდები ყველას რომ ამ მანკიერ მხარეს აღმოვფხვრით. ვაპირებ გამარჯვების შემთხვევაში ხალხის ცხოვრებით ვიცხოვრო’’,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ხაზიურმა.
დეპუტატობის კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ყველა სოფელში ეყოლება წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობის პრობლემების შესახებ მას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
,,მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ხალხის უფლებებს დაიცავს. გამარჯვების იმედი მაქვს და ჩვენი პარტიის სახით პარლამენტში მაღალპროფესიონალი ხალხი შევა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოვახდენთ ცვლილებებს, რაც საჭიროა ხალხისათვის და ქვეყნისათვის’’, – აღნიშნა ხაზიურმა.