პაატა ბურჭულაძე გურჯაანში ამომრჩეველს შეხვდა
მოძრაობის “სახელმწიფფო ხალხისთვის“ ლიდერმა პარტიის რაიონული ოფისიდან გურჯაანის კულტურის ცენტრამდე მსვლელობა გამართა და მოსახლეობას გაესაუბრა. მან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
როგორც knews.ge-ს პაატა ბურჭულაძემ განუცხადა, ქვეყანაში ბევრი მოუგვარებელი პრობლემის გამო მთავრობა დროულად შესაცვლელია.
,,ჩვენი პარტია არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის ასეთი სიდუხჭირიდან ამოყვანა და გლეხის და გაჭირვებული ადამიანის დახმარება შეუძლია. 8 ოქტომბრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და მინდა ხალხში იმედის ნაპერწკალი კიდევ ერთხელ გავაღვივო და ვუთხრა, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და კიდევ შეიძლება ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს,’’– განუცხადა Knews.ge-ს პაატა ბურჭულაძემ.