თელავი–ყვარლის დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა
კევლიშვილი გადაწყვეტილებას საარჩევნო სუბიექტების არათანაბ პირობებში ჩაყენებითა და სააგიტაციო მასალების გავრცელებაში ხელისშეშლით ხსნის. დეპუტატობის კანდიდატის მტკიცებით, ამ პროცესის პარალელურად სახელმწიფო მას გაუკვეველი ფინანსური ჯარიმებს აკისრებდა.
,,იმის გამო, რომ ჩემი მხარდამჭერთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, პარალელურად იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის ხელის შემშლელი პირობებიც, რის შესახებაც არაერთგზის განმიცხადებია. ეს გამოიხატებოდა, როგორც საარჩევნო სუბიექტების არათანაბ პირობებში ჩაყენების, ასევე სააგიტაციო მასალების გავრცელების ხელის შეშლაში. ამას თან ერთვოდა, სახელმწიფოს მხრიდან აფსურდული ფინანსური ჯარიმები არამარტო ჩემზე, არამედ სხვა მაჟორიტარ დამოუკიდებელ კანდიდატებზე. სახელმწიფოს მიერ დაკისრებულმა ჯარიმებმა გამოიწვია ისედაც მწირი ფინანსური რესურსების კიდე უფრო კლება, რის გამოც შეუძლებელი გახდა საარჩევნო კამპანიის გაგრძელება”,– განუცხადა knews.ge-ს ვასილ კევლიშვილმა.
კევლიშვილი პოლიტიკურ მოღვაწეობას არ წყვეტს და მხარდამჭერებით ,,პატრიოტთა ალიანსს” უერთდება.
,,რადგანაც არ გვსურს, ჩემი საკმაო დიდი ელექტორატის ხმების დაკარგვა და მათი უიმედო მდგომრეობაში ჩაყენება, ამ ეტაპზე პირად ინტერესებს ვწევ უკან და ერთადერთ სწორ გამოსავლად მივიჩნევ, რომ მთელი ჩემი ელექტორატით შეუერთდე ძალას, რომლის საარჩევნო პროგრამა ყველაზე ახლოს დგას ჩემს საარჩევნო პროგრამასთან. ჩემი აზრით, ერთადერთი ღირსეული და პროფესიული კადრი არის ,,პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი გოჩა მამაცაშვილი, სწორედ ამიტომ მის სასარგებლოდ ვხსნი კანდიდატურას”,– აღნიშნა ვასილ კევლიშვილმა.