ახალი ამბები

დედოფლისწყაროში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა

,,კლინიკა გათვლილია 25 საწოლზე. აქ იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანლიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ძირითადად დასაქმდნენ ექიმები, რომლებთაც ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ მუშაობა. ასევე მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევა”,–განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკა მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს დედოფლისწყაროსა და მის ირგვლივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს.
,,სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით”.
მრავალპროფილიანი კლინიკა სახელმწიფოს ხარჯებით აშენდა და მის მშენებლობაზე 3 525 000 ლარი დაიხარჯა.