ახალი ამბები

სოფელ დუისში საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

როგორც პროექტის იურისტიმა, პაატა ცნობილაძემ knews.ge-ს განუცხადა, პროექტის ფარგლბში საქართველოს რეგიონული მედია საშუალებები ატარებენ საინფორმაციო–საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გააქტიურება, რათა მათ შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა.
მისივე თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ამომრჩევლებს მიეწოდებათ ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.
,,შეხვედრის მიზანი იყო, დუისის ამომრჩევლებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, ზოგადად პარლამენტის და დეპუტატის უფლებამოსილებებზე, ვის ირჩევენ, როგორ და რატომ. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ საარჩევნო მოდელსა და პრინციპებზე. საკმაოდ აქტიური საზოგადოება იყო, ინფორმირებული და საინტერესო კითხვები დაისვა და ვფიქრობ, რომ შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა’’,– განუცხადა Knews.ge-ს პაატა ცნობილაძემ.
შეხვერის მონაწილეების თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია და ის ამომრჩევლების ინფორმირებას უწყობს ხელს.
,,საინტერესო შეხვედრა იყო, მოვისმინეთ ბევრი სიახლე და დავსვით კითხვები. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს დეპუტატების ურთიერთობას ამომრჩეველთან. ის უნდა იყოს ამომრჩევლებისთვის მაგალითის მიმცემი და უნდა შეეძლოს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. იმედი მაქვს, მივაღწევთ დასახულ მიზანს და ავირჩევთ სასურველ დეპუტატს’’,– განუცხადა Knews.ge–ს სოფელ დუისის მკვიდრმა ეთერ ციხესაშვილმა.
პროექტს აფინანსებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არსებული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს.